ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

← მთავარიჩვენ შესახებ

თბილისის N2 საოჯახო მედიცინის ცენტრი

თბილისის N2 საოჯახო მედიცინის ცენტრი ამბულატორიული ტიპის მრავალპროფილიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური დაწესებულებაა.

ცენტრში შესაძლებელია ოჯახის ექიმების, პედიატრებისა და თერაპევტების მომსახურების მიღება, აცრების, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევების ჩატარება და სხვადასხვა მიმართულების ექიმ-სპეციალისტებთან კონსულტაცია.

მისია

ჩვენი მისიაა, ნებისმიერი ასაკისა და სოციალური სტატუსის ადამიანს გავუწიოთ ხარისხიანი და უსაფრთხო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება.

ხედვა

გვსურს, ვიყოთ საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი ენდობა — ბავშვიდან ხანდაზმულამდე — და მუდმივად ვაუმჯობესებდეთ მომსახურების ხარისხს.

ღირებულებები

პროფესიონალიზმი

მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი.

უსაფრთხოება

პაციენტსა და მის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული მომსახურება.

ხარისხი

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა და მაღალტექნოლოგიური, უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები.

ხელმისაწვდომობა

სამედიცინო მომსახურება ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე პირისთვის; მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა.

მარტივად და სწრაფად

დაჯავშნე ვიზიტი ონლაინ

აირჩიე სერვისი ან ექიმი და შენთვის სასურველი დრო.

დაჯავშნა →