ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

← მთავარისაოჯახო ცენტრის ლაბორატორია

ლაბორატორიული კვლევები

გაეცანი ლაბორატორიული კვლევების ჩამონათვალსა და ფასებს. აირჩიე მიმართულება ან მოძებნე კვლევა დასახელებით.

როგორ მოვემზადო ანალიზისთვის ↓

ფასები მითითებულია ლარში. დასაზუსტებლად დაგვიკავშირდი: 032 269 03 46

სანამ მოხვალ

როგორ მოვემზადო ანალიზისთვის

სწორი მომზადება ზუსტი შედეგის პირობაა. ქვემოთ ზოგადი წესებია; თუ ექიმმა ან ლაბორატორიამ სხვა მითითება მოგცა, მიჰყევი მას.

სისხლის ანალიზი

  • სისხლი ჩააბარე დილით, უზმოზე — ბოლო კვებიდან 8–12 საათის შემდეგ. წყლის დალევა შეიძლება.
  • წინა დღეს მოერიდე ცხიმიან საკვებს, ალკოჰოლსა და მძიმე ფიზიკურ დატვირთვას.
  • ანალიზამდე ერთი საათი არ მოწიო.
  • სისხლის აღებამდე 10–15 წუთი მშვიდად დაისვენე.
  • თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვს, უზმოზე ყოფნის წესი ექიმთან შეათანხმე.

ჰორმონები

  • ჰორმონებზე სისხლი, როგორც წესი, დილით ბარდება.
  • ზოგი ჰორმონი ციკლის გარკვეულ დღეს ისაზღვრება — დღეს ექიმი გეტყვის.

შარდის ანალიზი

  • შეაგროვე დილის პირველი შარდის შუა ულუფა სუფთა, აფთიაქში შეძენილ კონტეინერში, ჰიგიენური დაბანის შემდეგ.
  • ნიმუში ლაბორატორიაში მიიტანე 1–2 საათში.
  • მენსტრუაციის დროს შარდის ანალიზის ჩაბარება არ არის რეკომენდებული.

განავლის ანალიზი

  • ნიმუში შეაგროვე სუფთა კონტეინერში ისე, რომ მასში შარდი ან წყალი არ მოხვდეს.
  • ნიმუში ლაბორატორიაში იმავე დღეს მიიტანე.

მედიკამენტები

  • თუ მუდმივად იღებ მედიკამენტებს, თვითნებურად ნუ შეწყვეტ — წინასწარ ჰკითხე ექიმს.
  • ანალიზის ჩაბარებისას თქვი, რა მედიკამენტებს იღებ.

ბავშვები

  • ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს ხანგრძლივი შიმშილი არ სჭირდებათ — მომზადების წესს ექიმი გეტყვის.

შეკითხვის შემთხვევაში დაგვირეკე: 032 269 03 46

მარტივად და სწრაფად

დაჯავშნე ვიზიტი ონლაინ

მოითხოვე ვიზიტი ლაბორატორიაში შენთვის სასურველ დროს.

დაჯავშნა →