ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

← პროგრამებისახელმწიფო პროგრამები

სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა

ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სახელმწიფო პროექტებით გათვალისწინებული უფასო სერვისებით. არსებული სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობს დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მის პრევენციას.

  • უფასოსერვისები სახელმწიფო პროექტების ფარგლებში
  • დაავადების დიაგნოსტიკა
  • მკურნალობა
  • პრევენცია
მოქმედი პროგრამები

აირჩიე პროგრამა და მიიღე დეტალური ინფორმაცია

ვაქცინაცია

გრიპის ვაქცინა

რას მოიცავს

პროგრამა მოიცავს მოქალაქეების იმუნიზაციას სეზონური გრიპის ვაქცინით.

ვის ეკუთვნის

ვაქცინაცია ეკუთვნის წინასწარ განსაზღვრულ რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებს. გრიპის აცრას ჩაიტარებთ, თუ თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილ რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებით:

  • ორსულები
  • დიალიზზე მყოფი პირები
  • დიაბეტის მქონე ადამიანები
  • მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი პირები
  • საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები
  • C ჰეპატიტის მქონე ადამიანები
  • აივ ინფექციის მქონე პირები
  • 60 წლის ზემოთ ხანდაზმულები
  • პედაგოგები
  • ორგანოგადანერგილი პირები
  • თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების თანამშრომლები
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი
  • ჯანდაცვის პერსონალი
  • ვეტერინარები და საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელები

რას ემსახურება პროგრამა

პროგრამის მიზანია ვაქცინაციის მეშვეობით მოსახლეობის დაცვა გრიპის ინფექციისგან.

ვიზიტის მოთხოვნა ↗
ვაქცინაცია

პაპილომა ვირუსული ინფექცია

რას მოიცავს

პროგრამა მოიცავს მოზარდი გოგონების პაპილომა ვირუსის ვაქცინით იმუნიზაციას.

ვის ეკუთვნის

პროგრამა ეკუთვნის 10 წლიდან 18 წლის ჩათვლით ასაკის გოგონებს:

  • საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს
  • 2022 წლის 15 თებერვლიდან 1 აპრილამდე საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეს
  • არარეზიდენტი ცხოვრების უფლებით მყოფ პირს

პროგრამის ფარგლებში ვაქცინა კეთდება სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე.

რას ემსახურება პროგრამა

პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია ემსახურება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკების 90%-ით შემცირებას.

ვიზიტის მოთხოვნა ↗

პირობების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდი: 032 269 03 46

მარტივად და სწრაფად

დაჯავშნე ვიზიტი ონლაინ

აირჩიე სერვისი ან ექიმი და შენთვის სასურველი დრო.

დაჯავშნა →